25 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
3 დღეში 13 აცილება - იუსტიციის საბჭოში განვითარებულ მოვლენებს ანა დოლიძე სადამსჯელო ოპერაციას უწოდებს

უვადო მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პროტესტის რეჟიმში დასრულდა. პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საბჭოს არამოსამართლე წევრს სხდომათა დარბაზი იძულებით 5-ჯერ დაატოვებინეს. ანა დოლიძის კრიტიკული განცხადებების გამო, უვადო მოსამართლეობის 5-მა კანდიდატმა გასაუბრებაზე დოლიძეს უნდობლობა გამოუცხადა და მისი აცილება მოითხოვა.

უვადო მოსამართლეობის მსურველთა უმეტესობის მოთხოვნით, შეხვედრა დაიხურა და მას არაც არასამთავრობოები დაასწრეს. საერთო ჯამში, ბოლო სამი დღის განმავლობაში, უვადო მოსამართლეობის 50 მსურველიდან ანა დოლიძის მიმართ პროტესტს 13 შეუერთდა.

საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის შეფასებით, მის მიმართ სადამსჯელო ოპერაცია მიმდინარეობს.

უვადო მოსამართლეობის კანდიდატები კი აცხადებენ, რომ საბჭოს წევრის წინააღმდეგ პროტესტი ორგანიზებული თავდასხმა არ არის. სასამართლოს კრიტიკას მოსამართლეები ლანძღვად აღიქვამენ.

ამ თემაზე თავისი პოზიცია საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს არ დაუფიქსირებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები