23 იანვარი 2020,   18:00
ვრცლად
ლევან ვასაძის სკოლაში სტიპენდიას მხოლოდ ბიჭები მიიღებენ

კიკეთის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლაში, რომელიც ლევან ვასაძეს ეკუთვნის, სტიპენდიას მხოლოდ ბიჭები მიიღებენ. უფლებადამცველებმა ომბუდსმენს ფაქტის შესწავლის თხოვნით მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენლის, ბაია პატარაიას აზრით, მხოლოდ ბიჭების შერჩევით დისკრიმინაციისა და თანასწორობის პრინციპი დაირღვა.

სახალხო დამცველმა სტიპენდიის გაცემის წესი სქესის ნიშნით, დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია.

ომბუდსმენისადმი ლევან ვასაძის სკოლის მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ბიჭების წახალისება სკოლაში გადასვლისთვის გენდერული ბალანსის დაცვის მიზნით მოხდა, რადგან მე-8 კლასში გოგონები ჭარბობდნენ. სახალხო დამცველისთვის სკოლის არგუმენტი მისაღები არ არის.

„კურიერს“ დღეს კიკეთის სკოლაში დირექტორი არ დახვდა, შეკითხვებზე პასუხის გაცემა ხელმძღვანელობის სხვა წევრებმა არ ისურვეს.

 

  ავტორი: თამთა ჯიქია.

 

დღის ამბები