19 აპრილი 2024,   04:20
ვრცლად
თუ სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდება, ის დაპატიმრებული იქნება - ირაკლი კობახიძე

აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. დამსწრეების ერთ-ერთი კითხვა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას უკავშირდებოდა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა ელის.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს. აქ მას აქვს სუსტი პოლიტიკური მხარდაჭერა. პოლიტიკური თავლსაზრისით ჩვენ არ გვაინტერესებს, სად იქნება სააკაშვილი - საქართველოში თუ უკრაინაში. ჩვენს ქვეყანაში გაიმართა სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ. არსებობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდება, ის დაპატიმრებული იქნება,“ - განაცხადა ირაკლი კბახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში არის პრაგმატული, არის მშვიდობიანი და მომთმენი. ეს პოლიტიკური კურსი ძალიან განსხვავდება წინა ხელისუფლების კურსისგან, რომელიც საკმაოდ აგრესიული იყო და ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსმა აგრესიულმა პოლიტიკამ პოზიტიური რეზულტატი არ მოგვიტანა. საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ლიდერია რეგიონში. ეს პროცესი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ჩვენ არ გვიყვარს წინა ხელისუფლება, თუმცა არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლებშიც წინა მმართველი პარტიის მიღწევებს ვაღიარებთ,“- აღნიშნა კობახიძემ. 

დღის ამბები