25 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
„დღეს სიკეთე არის დასჯადი" - პაატა ბურჭულაძეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კითხავენ

პაატა ბურჭულაძეს გამომძიებლები მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კითხავენ. ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

საოპერო ვარსკვლავი მოწმის სახით ფონდის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე იკითხება. პაატა ბურჭულაძის თქმით, „იავნანაში“ არავითარი დარღვევა არ არსებობს.

„დღეს ისტორიული დღეა. გიხაროდეთ ყველას, რომ დღეს სიკეთე არის დასჯადი და უნდა გამოკითხონ ის ადამიანი, ფონდი, რომელსაც ამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული. იმედი ვიქონიოთ, რომ სამართალი იქნება,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები