18 აპრილი 2024,   07:14
ვრცლად
აფგან მუხთარლის სკანდალური განცხადება - "ენმ" პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„მან დაადასტურა ის, რაც ისედაც იყო ნათელი, მის გატაცებაში ბრალი მიუძღვის საქართველოს ხელისუფლებას და სახელმწიფო თანამდებობის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აფგან მუხთარლის სკანდალურ განცხადებას.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება „ნაციონალური მოძრაობაში“ გააკეთეს. „კურიერთან“ მიცემულ ინტერვიუში აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მისი გატაცება საქართველოს პრემიერმინისტრის თანხმობით მოხდა. მუხთარლის თქმით, ის კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩამულმა ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

რომან გოცირიძის თქმით, აფგან მუხთარლიმ უკვე პირდაპირ ამხილა პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი. ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა მთავრობას დროული გამოძიებისკენ მოუწოდა, თუმცა, ხელისუფლებამ საერთაშორისო მოთხოვნა არ შეასრულა.

„საქართველოს ხელისუფლება კვლავ არ იძიებს მომხდარ ფაქტს და ეს ბუნებრივია გასაგებია, ამ დანაშაულში როგორც ირკვევა, ბრალი მიუძღვის საქართველოს მთელ ვერტიკალს, ძალოვანი სტრუქტურებით დაწყებული, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ენმ“ პარლამენტში აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმესთან დაკავშირებით, დროულად გამოძიების მიზნით, საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

„შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი კვლავ არის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, მიუხედავად ჩვენი არა ერთგზის მოთხოვნისა, პარლამენტი ჯიუტად არიდებს თავს მისი კონსტიტუციური ფუნქციის შესრულებას და არ ღებულობს გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის შექმნის შესახებ,“ - განაცხადა გოცირიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები