20 აპრილი 2024,   04:10
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილი ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

დაკითხავენ თუ არა დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში - გადაწყვეტილებას გამომძიებლები ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღებენ. შვილის მკვლელობის ერთადერთი მოწმე - დოდო გუგეშაშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია.

დოდო გუგეშაშვილის მეგობრები ვარაუდობენ, რომ თადარიგის ვიცეპოლკოვნიკს პალატაში გადაყვანის შემდეგ დაკითხავენ.

გამოძიება დამნაშავის კვალზე ჯერ არ გასულა და დაკავებულიც არავინაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის მოტივთან დაკავშირებითაც დუმს. „კურიერის“ ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ნოდარ გუგეშაშვილის მიმართ პირადი ანგარიშსწორებაც არის. 

თავდასხმა გუგეშაშვილის ოჯახზე 7 თებერვალს მოხდა. დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს მათივე სახლში ესროლეს. დოდო გუგეშაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, მისი შვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

 

დღის ამბები