25 აპრილი 2024,   12:20
ვრცლად
სპეცოპერაცია ლერმონტოვის ქუჩაზე - განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს

სოლოლაკში, ლერმონტოვის ქუჩაზე, სასტუმრო "იოტასთან" სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია ერთი პირი, რომელიც ირანის მოქალაქეა. ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ხმალი და რამდენიმე აბი. ასევე, ამოღებულია დოკუმენტაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანის მოქალაქე მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5500 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოამზადა თბილისში მყოფი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის 1981 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მკვლელობა. ასევე დადგინდა, რომ თბილისში, ა.პ.-მ კონკრეტულ პირს, იარაღის შესაძენად თავდაპირველად თანხის ნაწილი გადაუხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სისრულეში მიიყვანდა მიღებულ დავალებას, დანარჩენ თანხასაც მიიღებდა,"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

დღის ამბები