18 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
ოპოზიცია აფგან მუხთარლის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება

ოპოზიცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება. „კურიერთან“ მიცემულ ინტერვიუში აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მისი გატაცება საქართველოს პრემიერმინისტრის თანხმობით მოხდა.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის საქმე ქვეყნის იმიჯს აზიანებს. ელენე ხოშტარია დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

„ხელისუფლება რომ არ იყოს ამაში ჩართული, პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესში იქნებოდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიხუროს ეს საკითხი და გასცეს ამ კითხვებს პასუხი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის გატაცება ოფიციალური სტრუქტურების დახმარების გარეშე ვერ მოხდებოდა.

„ვინ გასცა კონკრეტული ბრძანება, ქვეყნის ფორმალურმა მმართველმა, თუ მისი გვერდის ავლით უფრო ძლევამოსილმა პირმა, ამასაც აუცილებლად დავადგენთ,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები