ვარკეთილში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. 18 წლის ილო ფარცვანიას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს ჭრილობა მიყენებული.
როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.
მომხდარის დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.