24 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
"სასტუმრო "ფერმონტთან" პოროშენკომ გამოაგზავნა "ალფა" რომ წაიყვანონ სააკაშვილი,"- დავით საყვარელიძე

"სასტუმრო "ფერმონტთან" პოროშენკომ გამოაგზავნა "ალფა" რომ წაიყვანონ სააკაშვილი,"-ამ განცხადებას საკუთარი "ფეისბუკ" გვერდის საშუალებით, დავით საყვარელიძე ავრეცელებს. 

უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმი სასტუმროში არ გაუგზავნიათ. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ რადას დეპუტატები, რომლებიც სასტუმროსთან მივიდნენ. იური დერევიანკოს თქმით, შიარაღებული სამართალდამცველები სასტუმროში ნამდვილად მიხეილ სააკაშილის დასაკავებლად მივიდნენ, თუმცა ისინი შენობაში დაცვის პერსონალმა არ შეუშვა.

დღის ამბები