08 დეკემბერი 2019,   16:33
ვრცლად
"ყველაფერი კანონის ფარგლებში გადაწყდება," - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აფგან მუხთარლის საქმეზე საუბრობს

ბრიუსელში ჩასული აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აფგან მუხთარლის საქმეზე პირველ განმარტებას აკეთებს. აზერბაიჯანელი დიპლომატი ამბობს, რომ არ იცნობს ჟურნალისტის გუშინდელ განცხადებებს, თუმცა ამბობს, რომ აფგან მუხთარლის საქმე სასამართლოს გადასაწყვეტია.

მისი თქმით, აფგან მუხთარლის საქმე, აზერბაიჯანის სასამართლოს პრეროგატივაა.

„გულახდილად რომ გითხრათ, ამ საკითხზე სრულ ინფორმაციას არ ვფლობ. ამიტომ რთულია რაიმეს თქმა. არსებობს სასამართლო ინსტანციები. პირველმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება. თუ იქნება აპელაცია, სააპელაციო სასამართლო განიხილავს. ყველაფერი კანონის ფარგლებში გადაწყდება. პირადად მე, ვერ გეტყვით როგორ გადაწყდება. ამისთვის არსებობს სასამართლო ინსტანციები,“ - ამბობს ელმარ მამადიაროვი.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელმაც საპატიმრო ოჯახური მდგომარეობის გამო 2 დღით დატოვა, „კურიერთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ის კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

მისი გატაცების ბრძანება კი, პირადად პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გასცა.

აფგან მუხთარლიმ აღნიშნა, რომ ეს იყო შეთნხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის.

 

 

 

 

დღის ამბები