07 დეკემბერი 2019,   13:29
ვრცლად
„ფლანგვის დეტექტორის“ წარმომადგენლები არქიტექტურის სამსახურის ახალი უფროსის ბიზნეს ინტერესებზე საუბრობენ

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ შესაძლო კორუფციულ საქმიანობაზე მედია პროექტ „ფლანგვის დეტექტორის“ წარმომადგენლები საუბრობენ. მათი მტკიცებით, დედაქალაქის გენერალური გეგმის დაუმტკიცებლობა არქიტექტურის სამსახურის ახალი უფროსის, თეიმურაზ ბოლოთაშვილის პირად ინტერესებს უკავშირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, შესაძლოა გეგმის გაჭიანურება კერძო კომპანიების ბიზნეს ინტერესებითაა განპირობებული, სადაც თანამდებობაზე დანიშვნამდე, თეიმურაზ ბოლოთაშვილი ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა.

„ჩვენი აზრით, გენერალური გეგმის არმიღება უკავშირდება თბილისის მთავარი არქიტექტორის, თეიმურაზ ბოლოთაშვილის და გენგეგმის შეფასების ჯგუფის კონკრეტულ ბიზნეს ინტერესებს, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ კონკრეტულ ბიზნეს ორგანიზაციებს. პარალელურად, მათ გააჩნიათ ეს ორგანიზაციები, არიან დამფუძნებლები,“ - განაცხადა მედია-პროექტ „ფლანგვის დეტექტორის“ დამფუძნებელმა, გიორგი ნონიაშვილმა.  

დღის ამბები