25 აპრილი 2024,   05:12
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთში ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა. პრეზიდენტმა ევროკომისარს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში შეიტანა.

ევროკომისარი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში კვლავ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ათენში პირველი ქართველი პაციენტი მოინახულა, რომელიც ონკოლოგიურ ცენტრში უფასო მკურნალობას გადის.

გიორგი მარგველაშვილმა ქართველ გოგონას, რომელსაც ამჟამად წინასაოპერაციო მომზადება უტარდება, მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

დღის ამბები