19 აპრილი 2024,   14:29
ვრცლად
ქედის რაიონში, დაახლოებით ორ ჰექტარზე, უკანონოდ გაიჩეხა ას წლოვანი წაბლის ხეები - "ენმ"-ის წევრი

აჭარაში, ქედის რაიონში, დაახლოებით ორ ჰექტარზე, უკანონოდ გაიჩეხა ას წლოვანი წაბლის ხეები - განცხადებას ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი თემურ დუმბაძე აკეთებს. მისი თქმით, ტერიტორიაზე, თითქოსდა ინერტული მასალების მოპოვების მიზნით, ხეების გაჩეხვის შესახებ ბრძანება გაიცა.

„დაახლოებით 2 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე გაჩეხილი იქნა 100 წლოვანი წაბლის ხეები და სხვა იშვიათი ჯიშები და შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ინერტული მასალები არ არის. ეს არის წმინდა წყლის ვანდალიზმი და იმ არაპროფესიონალიზმის და არაკომპეტენტურობის შედეგი იმ ჩინოვნიკების, რომლებმაც აქ სამუშაოები დაუშვეს,“ - აღნიშნა თემურ დუმბაძემ.

დღის ამბები