23 აპრილი 2024,   20:06
ვრცლად
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. მხარეებმა ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და საქართველო-ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითები განიხილეს.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის ხელისუფლებას საქართველოს მხარდაჭერისათვის.

„მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ფორმატში, რათა ჩვენს მეგობრებთან ერთად განვიხილოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები როგორც ჩვენთან, სამხრეთ კავკასიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრაზე განცხადება გააკეთა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიკიმ.

„გარწმუნებთ, რომ მართალია, ესტონეთი არის პატარა ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ვართ საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანა. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოფილი იყოს თქვენი ქვეყნის, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის სტაბილური უსაფრთხოება,“ - აცხადებს იური ლუიკიმ.

დღის ამბები