07 დეკემბერი 2019,   12:31
ვრცლად
„საზოგადოებრივი საზოგადოებას“ - არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ახალ კამპანიას იწყებენ

„საზოგადოებრივი საზოგადოებას“ - არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ახალ კამპანიას იწყებენ. ეს სლოგანი ჯერ 73 ორგანიზაციასა და კერძო პირს აერთიანებს.

კამპანიამ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისათვის 6-პუნქტიანი წერილი გამოაქვეყნა, სადაც პირველი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაა.

მთავრობასთან ერთად ახალი კამპანიის ადრესატი საქართველოს პარლამენტია. უმრავლესობას ხელმომწერები სთხოვენ, რომ პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიონ. 

კანონში ცვლილებებს, რომელიც მისთვის კომერციული რეკლამის განთავსებას, სტარტაპების დაფინანსებას და კიდევ რამდენიმე სადავო უფლებას ანიჭებს, მოწინააღმდეგეები უმრავლესობის შიგნითაც ყავს.

არასამთავრობოები და საზოგადოებისთვის ცნობილი ის სახეები, რომლებიც პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუპირისპირდნენ, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას მოითხოვენ და პარლამენტს მოუწოდებენ სამეურვეო საბჭოს წევრები და გენერალური დირექტორი განმარტებებისთვის დაიბაროს.

კამპანია „საზოგადოებრივი საზოგადოებას“ სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. კამპანიის მხარდაჭერის მსურველებს კი 6-პუნქტიან გეგმაზე ხელმოწერა უკვე ინტერნეტშიც შეუძლიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები