24 აპრილი 2024,   17:33
ვრცლად
გამოძიება ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ - პაატა ბურჭულაძე მოწმის სტატუსით 6 საათს იკითხებოდა

პაატა ბურჭულაძე დღეს პირველად პასუხობდა პროკურორების შეკითხვებს. ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ ფონდ "იავნანას" საქმეზე გამოძიება პროკურატურამ მის წინააღმდეგ მხოლოდ პოლიტიკური მოტივით დაიწყო. მსოფლიო ბანი ამბობს, რომ უწყებას დამკვეთებიც ჰყავს, თუმცა გვარებს არ ასახელებს.

როგორც იხარჯებოდა თანხა და შემოწირულობები ფონდ "იავნანაში" - ამ თემაზე პროკურატურის კითხვებს პაატა ბურჭულაძე მოწმის სტატუსით 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. მსოფლიო ბანის დაკითხვას, სასამართლოში მაგისტრი მოსამართლე დაესწრო.

მსოფლიო ბანი იავნანას საქმეზე მის დაკავებას გამორიცხავს. პაატა ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმეს სამართლებრივად უსაფუძვლოა და მალე დაიხურება.

საქმის დახურვას გამორიცხავს სახელმწიფო მბრალდებელი. პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ ჩვენების მიცემის დროს პაატა ბურჭულაძის პასუხები არც დამაჯერებელი იყო და არც ამომწურავი.

პაატა ბურჭულაძის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ საქმეს პოლიტიკური მოტივები აქვს.

გამოძიებას  მსოფლიო ბანთან კითხვები რამდენიმემილიონი ლარის შესაძლო მითვისებაზე აქვს.

დღის ამბები