07 დეკემბერი 2019,   12:45
ვრცლად
მშენებარე კორპუსიდან მუშის გადმოვარდნის კიდევ ერთი შემთხვევა - გამოძიება შესაძლოა ორი მიმართულებით წარიმართოს

ჟვანიას ქუჩის 10 ნომერში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძიება შესაძლოა ორი მიმართულებით წარიმართოს. 26 ახალგაზრდა მამაკაცი დღეს მშენებარე სახლის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

ახალგაზრდას მშენებლობაზე მუშაობა 2 დღის დაწყებული ჰქონდა. მშენებლებმა არ იციან, რატომ ჩამოვარდა ხარაჩოდან ბიჭი, რომელსაც მხოლოდ შიდა სამუშაოების შესრულება ევალებოდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ჟვანიას 10 ნომერში მიმდინარე მშენებლობიდან ჩხუბის ხმა გაიგეს და ფიქრობენ, 26 წლის ბიჭი შესაძლო მოკლეს ან გადმოაგდეს.

საქმეს უკვე სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი. ინსპექტორებმა მშენებარე ობიექტი დღეს ინციდენტის შემდეგ დაათვალიერეს. წინასწარი ინფორმაციით, ჟვანიას ქუჩის 10 ნომერში მიმდინარე მშენებლობის დროს დარღვეული იყო უსაფრთხოების დადგენილი ნორმები. მშენებელი კომპანია ”კაპიტალ კონსტრაქშენი” იყენებდა არაქარხნულად დამზადებულ არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის მიღების გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

მეორე მოსმენით, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო ჯანდაცვის კომიტეტში. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ფაქტს, კონკრეტული პირების ბიზნეს ინტერესებით ხსნიან. "ევროპულ საქართველოში" კი, ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ მკაცრად დააჯარიმოს კანონდარღვევით სამშენებლო კომპანიები.

უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა - ამ კითხვას პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებამ უნდა გასცეს.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები