16 აპრილი 2024,   09:42
ვრცლად
კრიმინალის და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა - დამრღვევი მოქალაქეების მიმართ, შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს

ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციის შეფერხების საშიშროებაზე ღიად ალაპარაკდა. საგანგებო შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, დღეს ძალოვანი უწყებების მინისტრები შეიკრიბნენ.

უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რეადმისიის ანუ უკან დაბრუნების ხარჯები იმ პირს დაეკისრება, ვინც ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული წესები დაარღვია და ევროპაში არალეგალურად დადგენილ 3 თვეზე მეტ ხანს დარჩა. თავშესაფრის მაძიებლები ხშირად გვარსაც იცვლიან და საზღვარს ხელახლა კვეთენ. ამიტომ, ხელისუფლება გვარის შეცვლის დადგენილ წესსაც გაამკაცრებს. მკაცრი ღონისძიებები მიზეზი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა და გახშირებული კრიმინალური ფაქტებია.

საკანონმდებლო ცვლილებებს ჯერ მთავრობის სხდომაზე გაიტანენ, შემდეგ კი მისი განხილვა პარლამენტში დაიწყება.

მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ შეჩერების მექანიზმის გამოყენებას არ უნდა ველოდოთ. საპარლამენტო უმრავლესობა ფიქრობს, რომ ვიზალიბერალიზაციის გამოწვევების დასაძლევად პრევენცია საკმარისი აღმოჩნდება.

 

დღის ამბები