14 დეკემბერი 2019,   14:43
ვრცლად
ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეულ პიონჩანგში ოფიციალურად გაიხსნა

ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეულ პიონჩანგში ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელი სპორტსმენები ერთი დროშის ქვეშ იდგნენ, რუს სპორტსმენებს კი ასპარეზობაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ნეიტრალური დროშით ექნებათ.

სპეციალურად 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის აგებულ სტადიონზე, რომელიც 35 ათას მაყურებელს იტევს, 3 ათასმა სპორტსმენმა ჩაიარა.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან რამდენიმე მეტრის დაშორებით ადგილები ჩრდილო კორეის დელეგაციის წევრებს ეკავათ. მათ შორის, იყო კიმ ჩენ ინის და და სახელმწიფო მდივანი, მათ პირადად მიესალმა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი და სტუმრებს ხელი პირველად ჩამოართვა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, დოპინგის სკანდალის გამო სტადიონზე რუსი სპორტსმენები მხოლოდ ნეიტრალური დროშით წარდგნენ. თამაშების დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე კი, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ 47 სპორტსმენს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი საბოლოოდ უთხრა.

 

დღის ამბები