23 სექტემბერი 2018,   23:10
ვრცლად
წლის პირველი მატჩი - ბორჯღალოსნებმა ბელგია გაანადგურეს

რაგბიე ვროპის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიას ქუთაისის სარაგბო მოედანზე უმასპინძლა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 47:0 დაამარცხა.

ბორჟღალოსნები უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ და პირველი ტაიმი 28:0 მოიგეს. მატჩის მეორე ნახევარიც ქართველების უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

რაგბი ევროპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად გერმანიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 17 თებერვალს, თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება.  

 

ფოტო - TBC ბანკი

დღის ამბები