15 აგვისტო 2018,   22:54
ვრცლად
მოსაყდრეობა რაღაც განსაკუთრებულს არ ნიშნავს - მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი შაბათის კურიერთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პატრიარქის მოსაყდრე შიო ისეთივე მღვდელმთავარია, როგორც დანარჩენი 45. ქორეპისკოპოსის თქმით, მოსაყდრეობა პატრიარქის სიცოცხლეში არაფერს ნიშნავს.

„მოსაყდრეობა რაღაც განსაკუთრებულს არ ნიშნავს. მოსაყდრე არის გარკვეულ შემთხვევაში და ღმერთმა დაგვიფაროს და უწმინდესი კარგად გვიმყოფოს, მერე ეკისრება რაღაც ფუნქციები,“ - განაცადა მეუფე იაკობმა.

საპატრიარქოს შიგნით უკვე არავინ მალავს, რომ შიო მუჯირის მთავარი კონკურენტი მეუფე გრიგოლია და შემთხვევითი არ არის ფოთელი ეპისკოპოსის საშობაო ეპისტოლე, სადაც ის ეკლესიას აკრიტიკებს და წერს, რომ ხალხმა მღვდლებს ზურგი აქცია.

მეუფე იაკობი შაბათის კურიერის ეთერში პირველად ამბობს, რომ ამ ხმაურიანი განცხადებების შემდეგ გრიგოლი პატრიარქმა დაიბარა.

„მეუფე გრიგოლი მას შემდეგ პატრიარქთანაც იყო მისული და ურთიერთობით ჩვეულებრივი,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა. 

დღის ამბები