20 აპრილი 2024,   15:42
ვრცლად
მეუფე იაკობს დეკანოზი მამალაძისთვის წარდგენილი ბრალის არ სჯერა

უკვე ერთი წელია, პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილს მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სასჯელს დეკანოზი გიორგი მამალაძე იხდის. მეუფე იაკობი, რომელიც მამალაძესთან ღია კონფლიქტში მყოფი მღვდელმთავარი იყო, შაბათის კურიერთან პირველად ამბობს, რომ არ სჯერა ბრალის, რის გამოც მღვდელი ციხეში ზის.

ქორეპისკოპოსი იაკობი კურიერის ჟურნალისტს კაპიტოლიუმის მთაზე ესაუბრა. 

„საყვედური სამართალდამცავებსაც უკვე ვუთხარი. ადამიანს თუ კონკრეტული ის არ აქვს ჩადენილი, სხვა რაღაცას მე, მაგალითად, ვერ დავაბრალებ, რომ შორენას იმას უშვებოდა,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

შაბათის კურიერის კითხვაზე, თუ რა მოუტანა ციანიდის საქმემ ეკლესიას, ქორეპისკოპოსმა უპასუხა, რომ „შორენა პოპულარული გავხადეთ“. 

დღის ამბები