19 აპრილი 2024,   02:30
ვრცლად
მე ყოველთვის ქართველ პოლიტიკოსად დავრჩები და ვიქნები უკრაინელი - სააკაშვილი

„მე აუცილებლად, ყოველთვის ქართველ პოლიტიკოსად დავრჩები და ვიქნები უკრაინელი,“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა განსხვავებული აქცენტებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მან ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, ის ქართველი პოლიტიკოსია თუ უკრაინელი.

ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს თავისი ხელმძღვანელობა და აქტივი, რომლისთვისაც მე ვარ მხარდამჭერი, საპატიო თავმჯდომარედაც ამირჩიეს, მაგრამ პარტიის ყოველდღიურად მართვაში არ ვმონაწილეობ, უკრაინაში პარტიის ყოველდღიურად მშენებლობაში, ვმონაწილეობ. ჩემთვის საქართველო არის ჩემი გული," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინასა და საქართველოს ოლიგარქები მართავენ.

საქართველოზე მომჯდარია, როგორც გველეშაპი, ტლუ, ოლიგარქი, რომლმაც ქვეყანს, თითქმის, ბოლომდე დედა უტირა,“ - განაცადა სააკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები