25 აპრილი 2024,   16:49
ვრცლად
სადაც აფერისტობაა, იქ ივანიშვილი ნომერ პირველია - მიხეილ სააკაშვილი

„რეალურად, ჩვენ გვყავს მხოლოდ ერთი ტიპაჟი, რომელმაც მოიხსნა მთელი პასუხისმგებლობა, იდეალური რამ მოიწყო თავისთვის,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობის შეფასებისას გააკეთა.

„ჩვენ ისედაც კონსტიტუციური სივრცე დარღვეული გვაქვს საქართველოში, კვირიკაშვილი რა, მართლა პრემიერმინისტრია? მარგველაშვილი მართლა პრეზიდენტია თუ ვიღაც მართლა რაღაცას წყვეტს? რეალურად, ჩვენ გვყავს მხოლოდ ერთი ტიპაჟი, რომელმაც მოიხსნა მთელი პასუხისმგებლობა, იდეალური რამ მოიწყო თავისთვის. პასუხისმგებლობა არა აქვს, რამე რომ იყოს, იტყვის, მე რა შუაში ვარ, ამათ გააფუჭეს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილია ყველაფრის მმართველი და მის გარეშე „ვერ გაფაჩუნდება სამთავრობო დერეფნებში ვერავინ“.

„სადაც აფერისტობაა, იქ ივანიშვილი ნომერ პირველია. ბიტკოინები არის ერთი დიდი აფერისტული პროექტი თანამედროვე მსოფლიოში. სადაც აფიორაა იქ, როგორ შეიძლება, ივანიშვილი არ იყოს. დადგა გლდანში თავისი დიდი ფაბრიკა, საქართველოს ენერგეტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართა ამ ფაბრიკის ასამუშავებლად,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

დღის ამბები