19 აპრილი 2024,   16:45
ვრცლად
მიმაჩნია, რომ ენმ-ის შეუძლია, კატალიზატორის როლი შეასრულოს, მაგრამ მარტო ვერც ენმ შეძლებს ამას - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია, ახალგაზრდობასთან, ახალ ხალხთან გაერთიანდეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თანამშრომლობას არავისთან გამორიცხავს, გარდა ღიად რუსეთის აგენტებთან, როგორიცაა, მისი თქმით, პატრიოტთა ალიანსი.

„მიმაჩნია, რომ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია, კატალიზატორის როლი შეასრულოს, მაგრამ მარტო ვერც ნაციონალური მოძრაობა შეძლებს ამას,“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, წინა არჩევები რომ არ გაყალბებულიყო, ენმ-ის არჩევნების მოგების სერიოზული შანსი ჰქონდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები