24 აპრილი 2024,   03:56
ვრცლად
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე თეა წულუკიანს მიმართავს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე საქართველოს იუსტიციის მინისტრს ღია წერილით მიმართავს. თუბა ჩაბუქს სასამართლოს საბოლოო სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს.

„ჩემი, ჩემი შვილებისა და მეუღლის, ფიზიკის პედაგოგის მუსტაფა ჩაბუქის ბედი დღეს თქვენს ხელშია. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ აღასრულოთ სამართლიანობა. მოგმართავთ და მჯერა, რომ თქვენ, როგორც ძლიერი ქალი, რომელიც ქვეყნის სამართლიანობის სადარაჯოზე ხართ, არ დაუშვებთ საქართველომ გაწიროს ის ადამიანი, რომელიც საქართველოსთვის ყველაფერს დათმობდა. დღეს ჩვენ თურქეთში არც თავშესაფარი გვაქვს და არც სამშობლო. ჩვენი სახლი ახლა საქართველოა,“ - წერს დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის მეუღლე.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 19 თებერვლამდე საექსტრადაციო პატიმრობაში რჩება. წინა სხდომაზე მოსამართლემ პროცესი დაცვის მხარის მოთხოვნით გადადო, რომელმაც დრო პროკურატურის შუამდგომლობაზე არგუმენტირებული პოზიციის წარსადგენად ითხოვა.

თუ საქალაქო სასამართლოს განაჩენი დემირელის სკოლის მენეჯერის თურქეთისთვის გადაცემა იქნება, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას ჯერ უზენაეს სასამართლოში, შემდეგ კი ევროსასამართლოში გაასაჩივრებს.

 

დღის ამბები