20 აპრილი 2024,   11:59
ვრცლად
„ნამდვილად არ არის ბრძოლა ტახტისთვის," - მეუფე დანიელი მეუფე პეტრეს განცხადებას პასუხობს

„შაბათის კურიერში“ მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე, სადაც სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ პატრიარქობისთვის ბრძოლა არა მხოლოდ ეკლესიის შიგნით, არამედ ეკლესიის გარეთაც მიმდინარეობს, განმარტება გააკეთა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა.

მეუფე დანიელის განმარტებით, საპატრიარქოში, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა არ მიმდინარეობს.

„ნამდვილად არ არის ბრძოლა ტახტისთვის, თუმცა შეიძლება იყოს სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა, შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული უთანხმოებაც. ეკლესია ერთიანია, მთლიანია, პატრიარქის ავტორიტეტი აბსოლუტურია ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული სასულიერო პირებისათვის. ეს ამთლიანებს ეკლესიას და ნამდვილად არ ყოფილა ის მოვლენები რაც იყო, არ იყო ტახტისთვის ბრძოლა. ეს იყო უბრალოდ განსხვავებული აზრის ცოტა შეიძლება მძაფრი და არასასურველი ფორმით გამოვლენა, მაგრამ ჩვენ ერთიანი ვართ პატრიარქის ავტორიტეტის გარშემო,“ - განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა.

საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე, ამ პერიოდში ტახტისთვის ბრძოლას არასწორს უწოდებს. 

 

დღის ამბები