17 აპრილი 2024,   00:06
ვრცლად
"სასულიერო პირების მხრიდან საჯაროდ ამაზე მსჯელობა არ არის სწორი," - მეუფე დანიელი ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს. სასულიერო პირის თქმით, ის საკითხები, რაზეც მსჯელობა ეკლესიის შიგნით მიმდინარეობს, არ უნდა გახდეს საჯაროდ განხილვის საგანი.

„ის საკითხები, რომელიც ეკლესიაში ირჩევა, ის არ შეიძლება გაირჩეს საჯაროდ. ამიტომ აქ არის ცოტა უხერხულობა და მე ვთვლი, რომ  სასულიერო პირების მხრიდან საჯაროდ ამაზე მსჯელობა არ არის სწორი. რასაკვირველია, ეკლესიის აზრი უნდა იცოდეს საზოგადოებამ, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ოფიციალური, საერთო კრებითი აზრი,“- განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა.

დღის ამბები