19 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
პოლიციელებს შვებულების გამოყენების უფლება არ ეძლევათ - ენმ შს მინისტრს მიმართავს

კანონი პოლიციის შესახებ უხეშად ირღვევა- ამის შესახებ განცხადება, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ხალვაშმა გააკეთა. ხალვაში ამბობს, რომ სამართალდამცავებს ხელმძღვანელი პირები შვებულების გამოყენების უფლებას არ აძლევენ.

მისი თქმით, გადატვირთული გრაფიკი პოლიციელების შრომისუნარიანობაზე აისახება და ისინი სამართლის ჯეროვნად აღსრულებას ვეღარ ახერხებენ.

გია ხალვაში შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და  მოუწოდებს პოლიციელთა  სამუშაო პირობებს და გრაფიკს გადახედოს.

„მოვითხოვ პოლიციელებს, რომლებიც ასრულებენ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას, მიეცეთ შვებულების სრული გამოყენების უფლება,“-განაცხადა გია ხალვაშმა.

”ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთი წლის წინ, აჭარის უმაღლეს საბჭოს პოლიციელთა შვებულების სარგებლობისა და სავალდებულო დასვენების უზრუნველყოფის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა, თუმცა უმრავლესობამ ინიციატივა ჩააგდო.  

დღის ამბები