19 აპრილი 2024,   05:47
ვრცლად
სავარაუდო კრიმინალური გარჩევა - კვიპროსში მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს

კვიპროსში მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს. გავრცელებული ცნობით 25 წლის ახალგაზრდა ორ რუს თანამზრახველთან ერთად მონაწილეობდა ქალაქ ლიმასოლში მომხდარ თავდასხმაში, რომლის დროსაც 47 წლის ერნეტ ლეონიდისი მოკლეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს, მესამე კი ამ დრომდე იძებნება. ნაპოვნია მანქანაც, რომლითაც ეჭვმიტანილები მიიმალნენ. დაკავებულები ბრალს არ აღირებენ და აცხადებენ, რომ მკვლელობის ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდნენ.

კვიპროსის მედიამ რესტორნის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა, რომელიც თავდასხმის მომენტს ასახავს. გამოძიება მკვლელობას კრიმინალურ გარჩევას უკავშირებს.

დღის ამბები