24 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა "ბადაგონის" მფლობელს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა

ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა დღეს საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბიზნესმენი ღვინის კომპანიის მფლობელს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„ბადაგონის“ მფლობელები დავით ბეჟუაშვილს კომპანიის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებდნენ.

„ჩვენ ვთქვით, რომ ორშაბათამდე სარჩელს მოვამზადებდით და თუ უარყოფას მოახდენდა ამ ცნობებს აღარ შევიტანდით, არათუ უარყოფა მოახდინა, არამედ მომდევნო პრესკონფერენციაზე გაიმეორა და შემდეგ დაადასტურა, რომ არ აპირებს ამის უარყოფას," - განაცხადა დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ.

დღის ამბები