19 აგვისტო 2018,   15:39
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის საქმეზე ჩანიშნული სხდომა დღეს მეექვსედ გადაიდო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის საქმეზე ჩანიშნული სხდომა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში დღეს კიდევ ერთხელ გადაიდო. სხდომის მეექვსედ გადადების მიზეზად ბრალდებულების გამოუცხადებლობა დაასახელა.

დაცვის მხარემ წარმოადგინა სამედიცინო ცნობები, რომლის მიხედვით ბრალდებულსა და მის არასრულწლოვან შვილს ინგლისში ერთ-ერთ კლინიკაში ექიმთან ვიზიტები აქვთ ჩანიშნული.

პროკურორი ვარაუდობს, რომ ექიმთან ვიზიტებს ბრალდებული სპეციალურად ამთხვევს სასამართლო პროცესს.

იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს, მას ბრალდებული სიტყვიერად ემუქრებოდა.

დღის ამბები