19 აპრილი 2024,   19:39
ვრცლად
"შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გადაკვეთას"- ოთარ კახიძე სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

"ეს არ უკავშირდება საქართველოში ექსტრადირების  საკითხს, თუმცა გამორიცხული არაფერია" - ეს განცხადება სააკაშვილის ყოფილმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებაზე საუბრისას გააკეთა.

კახიძის თქმით, სააკაშვილის დაკავება შესაძლოა უკავშირდებოდეს პოლონეთი-უკრაინის საზღვრის კვეთას.

"სასაზღვრო ნაწილებს ჰყავს დაკავებული და არ უკავშირდება საქართველოში ექსტრადირების საკითხს, გასარკვევია ბევრი დეტალი, მნიშვნელოვანია, რომ მესამე პრეზიდენტის ფუნდამენტური უფლებები იყოს დაცული, რაც გათვალისწინებულია ევროკონვენციით. მისი უსაფრთხობა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ყველასთვის გასაგებად უნდა იყოს ახსნილი, თუ რა გახდა დაკავების საფუძველი და რას უპირებენ მას. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გადაკვეთას,“-აცხადებს კახიძე.

დღის ამბები