19 აპრილი 2024,   21:14
ვრცლად
მუხთარლის საქმის ახალი მსხვერპლი - კლინიკა "ლანცეტის" დირექტორის ადვოკატები 6-წლიან პატიმრობას ჟურნალისტთან მეგობრობას უკავშირებენ 

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორმა, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ციხეში შიმშილობა დაიწყო. კლინიკის გენერალური დირექტორის ძმა ამტკიცებს, რომ ფარმან ჯეირანლის 6-წლიანი პატიმრობა აფგან მუხთარლისთან მეგობრობის გამო მიუსაჯეს და ეს საქმე პოლიტიზირებულია.

აზერბაიჯანული მედია კლინიკა "ლანცეტის" დირექტორს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და საქართველოში აზერბაიჯანული ოპოზიციის დამფინანსებლად მოიხსენიებდა, ამ თემზე აზერბაიჯანულ პრესაში სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, ჯეირანლი საქართველოში დააკავეს და გასულ კვირას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორის ადვოკატებმა ფარმან ჯეირანლი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და მისი გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამრთლოს მიმართავენ. ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ უსჯიან 6-წლიან პატიმრობას კლინიკის დირექტორს გარდაცვლილი პაციენტების საქმეზე, მაშინ როდესაც იმ ქირურგისთვის, რომლებმაც ოპერაციები ჩაატარეს, ბრალიც კი არ წაუყენებიათ.

ოპოზიცია კლინიკა "ლანცეტის" დირექტორისა და აფგან მუხთრალის საქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ამ საქმეზე კიდევ უფრო მეტი შეკითხვა დაგროვდა.

 

დღის ამბები