ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირები პატიმრობაში რჩებიან. ორთვიანი პატიმრობის ვადა დაკავებულებს გუშინ ამოეწურათ, რის შემდეგაც დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.
სასამართლომ ამჯერადაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შვიდივე პირი ისევ პატიმრობაში დატოვა.
„ჩადენილი დანაშაულის სირთულიდან და საქმის მასშტაბურობიდან გამომდინარე, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა უამრავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, თუმცა მოცემული ვადა გამოძიების სრულად ამოწურვისთვის არ იყო საკმარისი და შესაბამისად მივმართეთ სასამართლოს წინასასამართლო სხდომის თარიღის გადაწევის შესახებ,“-განმარტა პროკურორმა ნანა ხუნჯუამ.
დაკავებული პირები ამბობენ, რომ ბრალდების მხარე სასამართლო სხდომის გადადებით პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. ადვოკატი იმედა ქარქაშაძე უკანონო პატიმრობაზე ამახვილებს ყურადღებას.