25 მაისი 2018,   07:27
ვრცლად
"გახადე შრომა უსაფრთხო!" - პროფკავშირების აქცია რუსთაველის მეტროსთან

"გახადე შრომა უსაფრთხო!" - ამ მოწოდებით პროფესიული კავშირების გაერთიანება რუსთაველის მეტროსთან დღეს აქციას გამართავს.

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის გაუმჯობესების მოთხოვნით ხელმოწერებიც შეგროვდება და პეტიციით ხელისუფლებას მიმართავენ.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ პარლამენტში წარადგინა არა დასაქმებულებზე, არამედ ბიზნესზეა მორგებული და საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები