19 აპრილი 2024,   05:29
ვრცლად
სააპელაციო სასამართლომ დეკანოზი მამალაძე პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა.

ინსტანციამ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გიორგი მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სასულიერო პირისთვის გამოტანილ განაჩენს მისი ადვოკატები აპროტესტებენ. უფლებადამცველების განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის დაკვეთა შეასრულა.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბოლო ინსტანციის გავლის შემდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შევა. 

"სიტყვიერად მქონდა იმედი, რომ მოსამართლეებს გონიერება ეყოფოდათ, მაგრამ მათ გონიერება არ გააჩნიათ. ისინი არიან დავალების შემსრულებლები, ფაქტი ფაქტად რჩება,"-განაცხადა "კურიერის" ეთერში მიხეილ რამიშვილმა. 

საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე ელოდა სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილება, რადგან როგორც ზვიად გუბელაძე ამბობს, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები დევს.

,,ერთი წლის მანძილზე ორმა ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომ გიორგი მამალაძემ ნამდვილად მოამზადა განზრახ მკველლობა და ნამდვილად შეიძინა და ინახავდა უკანონო ცეცხლსასროლ იარაღს“-აცხადებს ზვიად გუბელაძე.

დღის ამბები