20 აპრილი 2024,   17:33
ვრცლად
კანონის წინაშე, მათ შორის პრეზიდენტიც არის თანასწორი - იზორია სააკაშვილზე

„კანონის წინაშე, მათ შორის პრეზიდენტიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე არის თანასწორი,“ - ეს განცხადება,  თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

იზორია საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში დაკავებას და პოლონეთში იძულებით გამგზავრების ფაქტს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, როცა დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს, ადამიანმა პასუხი უნდა აგოს.  

„როდესაც არსებობს დანაშაულის ფაქტები. ამაზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. როდესაც აღნიშნული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება და ის გამყარებულია მტკიცებულებებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ასეთი მაგალითებით უფრო მტკიცდება,“- განაცხადა ლევან იზორიამ.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, რესტორან "სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მოგვიანებით, უწყებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც 2017 წლის სექტემბერში პასპორტის გარეშე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი.

დღის ამბები