25 აპრილი 2024,   17:32
ვრცლად
თანხები თავდაცვის სფეროში, ბატალიონების აღჭურვილობა - იზორიამ ანგარიში წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა

თავდაცვის მინისტრთან პარლამენტში შეხვედრა დასრულდა. ლევან იზორიამ საკანონმდებლო ორგანოში ანგარიში წარადგინა. მინისტრის თქმით, იწყება ბატალიონების ნატოს სტანდარტებით აღჭურვა იწყება.  

„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა ითვალისწინებს როგორც დაკომპლექტების ნაწილში, ისე წვრთნებისა და აღჭურვის ნაწილში ჩვენს შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით აღჭურვას, ამისთვის თანხებიც არის გამოყოფილი. საუბარია კავშირგაბმულობის უსაფრთხო სისტემაზე, მსუბუქ შეიარაღებაზე, სრულად დაკომპლექტებული 9 სამანევრო ბატალიონი ნატოსთან თავსებადი აღჭურვილობით მომავალი სამი წლის განმავლობაში წვრთნებს გაივლის,“- განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრთან ოპოზიცია კითხვები ჰქონდა, რაც ძირითადად სახელფასო ფონდს და წვევამდელთა სისტემას უკავშირდებოდა.

„დღევანდელმა მოსმენამ კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურა, რომ გასული 5 წელი, თითქმის, სამ მილიარდ ლარზე მეტი არის თავდაცვის სფეროში, ფაქტობრივად, გაფლანგული. ამ თანხების ხარჯვა აცდენილი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის სტრატეგიულ მიზანს. სამომავლო გეგმებზე საუბრისას ძალიან ძნელია, დაიჯერო სამომავლოდ სწორი ნაბიჯების გადადგმის შესახებ იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომელიც 5 წლის განმავლობაში დაშვებულ სტრატეგიულ, ნაბიჯებს, ფაქტობრივად, არ აღიარებს,“- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საბიუჯეტო პროპორციებში წინა წლებში არსებული დისბალანსი დარეგულირდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, 2018 წელს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამა იწყება, სადაც 9 სამანევრო ბატალიონი ნატოს სტანდარტებით აღიჭურვება.

ამავე თემაზე
დღის ამბები