19 აპრილი 2024,   08:38
ვრცლად
გუგეშაშვილის მეგობრებს გავრცელებული ვერსიების არ სჯერათ

დოდო გუგეშაშვილმა შვილის გარდაცვალების ამბავი ჯერ კიდევ არ იცის. მხედრიონის ყოფილი ლიდერი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მისი პალატაში  გადაყვანა მეგობრებს არ სურთ. მათ არც მომხდარის იმ ვერსიების სჯერათ, რაზეც გუგეშაშვილის ადვოკატმა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.

გუგეშაშვილის მეგობრებისთვის ცნობილი არ არის, რომ სავარაუდო დამნაშავე გუგეშაშვილთან ბიზნეს პარტნიორობით ინტერესდებოდა.

ისინი ამბობენ, რომ შეკვეთილი მკვლელობის ვერსიის დაჯერებაც უჭირთ.

,,დოდოს ჯანმრთელობა სტაბილურია. არავითარი საშიშროება არ არის. საშიშროებაა რომ შვილის ამბის მერე როგორ იქნება მისი მდგომარეობა.

დოდო თუ არ იცნობდა არ გააღებდა კარებს. დაქირავებული მკვლელი რომ ყოფილიყო გამოვიდოდა გარეთ და შორიდან ესროდა,“- ამბობს გუგეშაშვილის მეგობარი დავით მუხიგული.

სამსონ ბრეგვაძის განცხადებით, გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალებას დღეს ან ხვალ შეატყობინებენ, რადგან ის ხუთშაბათს დაგეგმილ დაკრძალვას აუცილებლად უნდა დაესწროს.

,,დაკრძალვა ხუთშაბათს არის და დღეს ან ხვალ ვაპირებთ გავაგებინოთ, აუცილებლად თავის შვილი უნდა დაიტიროს.

პალატაში არ გვინდა გადაყვანა, რადგან მნახველი ძალიან ბევრი გამოჩნდება, გვირჩევნია წყნარად იყოს,“-ამბობს ბრეგვაძე.

დღის ამბები