20 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
კაროლინა ჰერერამ დიზაინერის სტატუსით ბოლო კოლექცია წარადგინა

ნიუ იორკის მოდის კვირეულზე კაროლინა ჰერერამ დიზაინერის სტატუსით ბოლო კოლექცია წარადგინა.

ლეგენდარული მოდელიორი საკუთარი მოდის სახლის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს და ახალ პოზიციაზე გადადის. ჰერერა საკუთარი ბრენდის მსოფლიო დესპანი ხდება.

ტრადიციულად, დიზაინერმა კოლექცია კლასიკურ მოტივებზე შექმნა და კოსტიუმები დაპრინტული ელემენტებით გააფორმა. კაროლინა ჰერერა მოდის სამყაროში 37 წელია მოღვაწეობს და 70-ზე მეტი კოლექცია აქვს შექმნილი.

დღის ამბები