17 აგვისტო 2018,   01:53
ვრცლად
„პარლამენტს აუდიტის სამსახურის სახით აქვს ქმედითი ბერკეტი ეფექტური ზედამხედველობა განახორციელოს"- ირაკლი მექვაბიშვილი

„პარლამენტს აუდიტის სამსახურის სახით აქვს ძალიან ქმედითი ბერკეტი, პარლამენტმა განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე,“- ეს განცხადება, გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა გააკეთა, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ საზედამხედველო ფუნქციას პარლამენტი სათანადოდ ვერ იყენებს და პროცესში ოპოზიცია, თითქმის, არ არის ჩართული.

„ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ანგარიშების პროაქტიული განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული მუშა ჯგუფის დონეზე,“- განაცხადა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა

ამავე თემაზე
დღის ამბები