20 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
კახა კალაძე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ცვლილებებს აანონსებს

თბილისის მერი, კახა კალაძე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ცვლილებებს აანონსებს. კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში დაგეგმილ ცვლილებებზე ცხოველთა პოპულაციების მართვის ცენტრში ისაუბრა.

კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში ახალი ხელმძღვანელობა ცხოველთა პოპულაციების მართვის მიმართულებით განსახორციელებელ გეგმებს წარმოადგენს.

„ახალი ხელმძღვანელობა წარმოადგენს გეგმას, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა რეფორმები უნდა განხორციელდეს და შესაბამისად, ჩვენ დავეხმარებით, თუ ფინანსური დახმარება იქნება დამატებით საჭირო, ამისთვისაც მზად ვართ,“ - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები