23 სექტემბერი 2018,   01:48
ვრცლად
საბჭოთა სულისკვეთებით განხორციელებული პოლიტიკური დევნა - სერგო რატიანი

„ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს იყო საბჭოთა ტრადიციების, სულისკვეთებით განხორციელებული პოლიტიკური დევნის აქტი,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა, რეადმისიით მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანასთან დაკავშირებით გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთი კაფედან სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა უკრაინის სამართალდამცავებთან ერთად აიყვანეს და პოლონეთში გუშინ გააგზავნეს.

სერგო რატიანის განცხადებით, უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებები მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად დევნიან.

„შემაშფოთებელია, როდესაც ვხედავთ, რომ, როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე უკრაინის ხელისუფლება ამ შემთხვევაში, ახორციელებს პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკურ დაპატიმრებებს და ძალადობას. ეს გზა არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის,“ - აცხადებს რატიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები