25 აპრილი 2024,   01:56
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებზე გაერთიანებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ოპოზიციის ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებზე გაერთიანებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ისინი თანხმდებიან, რომ გაერთიანება აუცილებელია და აღნიშნავენ, რომ ამ თემაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი, მმართველი გუნდის დასამარცხებლად ერთ-ერთ გზას პროდასავლური პარტიების გაერთიანებაში ხედავს.

„ეს დაგვეხმარება ჩვენ კოორდინირებაში, როგორც რესურსების, ასევე, ასე ვთქვათ, ერთობლივად ზეწოლის განხორციელებაში ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ დავიცვათ, მათ შორის, ჩვენი საარჩევნო უფლებები,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - რეგიონების წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ მეორე ტურში გასულ კანდიდატს პროდასავლური პარტიები მხარს დაუჭერენ.

„თავიდანვე იქნას განცხადებული, რომ პროდასავლური ოპოზიცური პარტიები მეორე ტურში გასულ კანდიდატს დაუჭერენ მხარს, რომ ამავდროულად აუცილებელია, რომ თვითონ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების შიგნით შეწყდეს ერთმანეთზე ტალახის სროლა და ცილისწამება ქართული ოცნების სტილში,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები