20 აპრილი 2024,   17:34
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიციაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პროდასავლური პარტიების გაერთიანებას ემხრობიან

„მე ვფიქრობ, რომ ალბათ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება საერთო კანდიდატზე შეთანხმება,“ - ეს განცხადება  პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ, არჩევნებისთვის ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე გააკეთა.

ოპოზიციის ნაწილი გაერთიანებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ მისთვის პრიორიტეტულია, რომ პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი პრაიმერის გზით დასახელდეს.

„ჩემთვის, პირადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ღია პრაიმერის გზით და არა უბრალოდ, კულვარული შეთანხმება, რომ მე და შენ შევთანხმდით, ვინ უნდა იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი. ის რამდენიმე ადამიანი, რომელიც, ზოგადად, ნეგატიურ ფონს ქმნის ევროპულ საქართველოში, ვინც შეიძლება გარიგებაშია ხელისუფლებასთან, თავისთავად გაეცლება ამ პროცესს, თუ ეს არის პრაიმერის გზით საერთო კანდიდატის შეთანხმება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, თამარ კეკენაძე, აცხადებს, რომ, თუ ამჟამინდელი პრეზიდენტი საკუთარ კანდიდატურას დააყენებს, ის შეძლებს ხმების მიღებას. კეკენაძე განმარტავს, რომ გიორგი მარგველაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ რამდენჯერმე წავიდა, რის გამოც, საზოგადოებაში ნდობა მოიპოვა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარგველაშვილი იქნება კარგი კანდიდატი, ზუსტად გამომდინარე იქიდან, რომ მას შეუძლია, სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველი გააერთიანოს,“ - განაცხადა კეკენაძემ. 

დღის ამბები