19 აპრილი 2024,   06:43
ვრცლად
საუკუნის საქმე - ციანიდის საქმის ადვოკატები ევროპული სასამართლოსთვის ემზადებიან 

დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში კიდევ რვა წელს გაატარებს და საპატიმროს 2026 წლის 10 თებერვალს დატოვებს. ეს განაჩენი ციანიდის საქმეზე ერთადერთ ბრალდებულს დღეს სააპელაციო სასამართლომ გამოუტანა.

სამი მოსამართლისაგან შემდგარმა კოლეგიამ საუკუნის საქმე ორ თვეში განიხილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მღვდელი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სასამართლომ უკვე მეორედ სცნო დამნაშავედ. განაჩენი მამა გიორგი მამალაძეს არ მოუსმენია, ის პროტესტის ნიშნად დღეს სხდომაზე არ მივიდა.

ადვოკატებს ამბობენ, რომ ქართული მართლმსაჯულების ობიექტურობის იმედი არა აქვთ და გეგმაში აქვთ, რომ საქმე ევროსასამართლოში წაიღონ.

პროცედურების თანახმად, ადვოკატებმა ჯერ ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციას უნდა მიმართონ.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მსჯავრდებულ მღვდელს საკანში ადვოკატები შეხვდნენ. დეკანოზის მთავარი იმედი ახლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა.

სააპელაციოს გადაწყვეტილებას ადვოკატები საბოლოო - უზენაეს ინსტანციაში ერთ თვეში გაასაჩივრებენ.

  

დღის ამბები