13 დეკემბერი 2018,   13:55
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი სეისმოსადგურები - დედამიწის შემსწავლელ ინსტიტუტს ფინანსთა სამინისტრო ედავება

ტაივანისგან დროებით სარგებლობაში გადმოცემული და რუსეთის მიერ განადგურებული სეისმოსადგურის გამო, დედამიწის შემსწავლელ ინსტიტუტს ფინანსთა სამინისტრო ედავება.

სოფელ კეხვში მდებარე სეისმოსადგური, რომელიც რუსეთის ნასროლ ჭურვებს აღრიცხავდა, რუსულ ბომბებს შეეწირა.

მთავრობა სეისმოლოგებს დოკუმენტურად დადასტურებულ მასალას სთხოვს, რომ სადგური ნამდვილად კეხვში იყო და ნამდვილად განადგურდა. ამასთან 35 ათასი ლარის გადახდასაც აკისრებს.

სეისმოლოგებს ფინანსთა სამინისტრო სთხოვს წარმოადგინოს მტკიცებულებები კიდევ ორი სადგურის შესახებ, რომელიც ომის შემდეგ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, ერთი - მამისონის უღელტეხილზე, მეორე კი სოფელ წირქოლში იყო დამონტაჟებული. სეისმოლოგები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ შედიან, თუმცა, ამის მიუხედავად, სამინისტრო დოკუმენტებს მათგან მაინც მოითხოვს.

ფინანსთა სამინისტრო სეისმოლოგების პრეტენზიებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ უწყების მოთხოვნაზე დედამიწის შემსწავლელმა ინსტიტუტმა ვერცერთი საბუთი ვერ წარმოადგინა, რომელიც სადგურების კონკრეტულ ლოკაციაზე დამონტაჟებას დაადასტურებდა.

ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ სამივე ლოკაციაზე სადგურები ნამდვილად დამონტაჟდა დედამიწის შემსწავლელმა ინსტიტუტმა კურიერს მიაწოდა. აპარატურაზე, რომელიც რუსულმა ოკუპაციამ გაანადგურა, დავა ახლა საქალაქო სასამართლოში მიდის.

დღის ამბები