20 აპრილი 2024,   04:21
ვრცლად
ღია წერილი წმინდა სინოდს - თეოლოგი ლადო ნარსია არ გამორიცხავს, რომ განხილვამ სასამართლოში გადაინაცვლოს

„ჩვენ აქ ვმსჯელობთ არა ერთ კონკრეტულ ინსტიტუციაში არსებულ პრობლემაზე, არამედ ზოგადად საპატრიარქოში, ეკლესიაში, არსებულ პრობლემაზე,“ – ეს განცხადება თეოლოგმა ლადო ნარსიამ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

ღია წერილით ყოფილმა სტუდენტებმა უწმინდესს მიმართეს, სადაც წერენ, რომ სასულიერო სემინარიაში სტუდენტებს სცემენ, მონურ ფსიქიკას უვითარებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

ლადო ნარსია აღნიშნავს, რომ ისინი პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის შემთხვევაზე საპატრიარქომ რეაგირება მოახდინოს.

ნარსია აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა არაერთხელ დასვეს, თუმცა, რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.

„ამ წერილის მიზანი არის ის, რომ წმინდა სინოდს და ორგანოს, რომელსაც აქვს უფლება, ვალდებულებაც კი, იმოქმედოს ასეთი ტიპის პრობლემაზე, ჩვენ მივმართეთ და არ გვსურდა საჯაროდ დაგვესახელებინა კონკრეტული გვარები და სახელები, რომლებიც წარმოადგენენ მსხვერპლს ამგვარი ქმედების და ჩვენი მოწოდება გახლავთ ის, რომ წმინდა სინოდმა დაგვიბაროს, დაინტერესდეს ამ საკითხით და ჩვენ გვაქვს სამხილი იმისთვის, რომ წმინდა სინოდი დავარწმუნოთ ამგვარი ქმედების მართებულობაში,“ - განაცხადა ლადო ნარსიამ.

თეოლოგის თქმით, თუკი სინოდის მხრიდან ამ წერილს რეაგირება არ მოჰყვება, ამ პრობლემების განხილვამ სასამართლოში გადაინაცვლოს.

დღის ამბები